სრულფერიანი ბეჭდვა - სუბლიმაცია: Sublimation TermoTransfer

ყველაზე გამძლე! - მინიმალური შეკვეთა 1 ცალი
მასალა თეთრი ან ღია ფერის: პოლიესტერი (სინთეთიკა, ატლასი)
ან მაისური (გარედან 100% პოლიესტერი, შიგნიდან 100% ბამბა)
ფოტოხარისხით ბეჭდვა. საღებავი ჯდება ნაწარმში  მოლეკულურ დონეზე.
მაისური, კეპი, მაუსის პედი, ხელჩანთა, წინსაფარი, კორპორატიული ჰალსტუხი, ყელსახვევი, ბენდება, სამაგიდე საფირმო დროშა, ბალიში და სხვა.


ამოსერილი ვინილის დატანა ბამბის ნაწარმზე - Vinil TermoTransfer

ყველაზე ეფექტური! - მინიმალური შეკვეთა 1 ცალი
ამ ტექნოლოგიით ფოტოს დატანა შეუძლებელია, სამაგიეროდ გრაფიკული ნახატი ან ტექსტი გაცილებით ეფექტურად გამოდის. ვინილი იჭრება პლოტერზე და თერმოგადატანის მეთოდით ედუღება ბამბის ნაწარმზე. ტექნოლოგიის პლიუსი ისიც არის, რომ შეიძლება სპეციალური ვინილის გადატანა, რომელსაც სხვადასხვა სპეც. ეფექტები აქვს: ხავერდი, არეკვლა, ბზინვარება, ფოსფორი, ოქროს ან ვერცხლის ეფექტი და ა.შ.


ნაბეჭდი ვინილის დატანა ბამბის ნაწარმზე - Printed Vinil TermoTransfer

პრომო აქციებისთვის! - მინიმალური შეკვეთა 1 ცალი
სპეციალურ ზედაპირზე ხდება ფერადი ანაბეჭდის მიღება რომელიც შემდგომ თერმული დამუშავებით ეწებება ბამბის, როგორც ღია, ისე მუქ მაისურს.



ტრაფარეტული ბეჭდვა (შოლკოგრაფია) - SilkPrinting (ScreenPrinting)

ყველაზე იაფი! - მინიმალური შეკვეთა 10 ცალი.
ყველაზე სწრაფი ბეჭდვა, როდესაც საჭიროა რაოდენობა!
მაქსიმალური ფერების რაოდენობა: 4. შესაძლებელია სპეციალური საღებავების გამოყენება. დასაშვებია დაბალი რეზოლუციით, ერთ ფერში ფოტოს გადატანა, მაგრამ სრულფერიანი ფოტო არ იბეჭდება.
ტექნოლოგიის პლიუსია ისიც, რომ ნაკლებადაა შეზღუდული საბეჭდი მასალის მიმართ: ბამბა, სინთეთიკა, კომბინირებული ქსოვილი, ტყავის ზოგიერთი სახეობა, „პლაშოვკა“ და ა.შ. თუმცა თვითოეულ მათგანზე საღებავის სიცოცხლიუნარიანობა სხვადასხვაა.


 
რომელი ტექნოლოგია ავირჩიო? - რეკომენდაციები


კორპორატიული კლიენტებისთვის

როდესაც საჭიროა ლოგოს დატანა მაისურზე ან სპეც. ტანსაცმელზე, ამავე დროს რაოდენობა დიდია, ყველაზე მისაღები ტექნოლოგია ტრაფარეტული ბეჭდვაა. იაფი და სწრაფი ტექნოლოგია. საღებავებით პირდაპირ ბეჭდვას ტექსტილზე ერთადერთი მინუსი აქვს - დროთა განმავლობაში საღებავი სკდება და ცვივა. ამიტომაც ჩვენ ვიყენებთ პლასტიზოლის საღებავს, რომელიც შრობის შემდეგ პლასტიუობას ინარჩუნებს, რითაც მცირდება მისი დასკდომისაკენ მიდრეკილება.

გჭირდებათ ფოტოს დატანა?

მაშინ, უნდა აირჩიოთ ან სუბლიმაცია ან ნაბეჭდი ვინილის გადატანა. სუბლიმაცია გაცილებით გამძლეა, ამ დროს საღებავი მოლეკულურ დონეზე ჯდება სინთეთიკურ ბოჭკოებში და დიდხანს სძლებს - ფერები არც ხუნდება და არც გადადის. მაგრამ ამ ტექნოლოგიით მხოლოდ ღია მაისურებზე ბეჭდვაა შესაძლებელი. გნებავთ, რომ სინთეთიკა არ ეხებოდეს თქვენს კანს? არაა პრობლემა, ჩვენთან შეიძენთ ორმაგ მაისურს, რომელსაც შიგნიდან ბამბის ფენა გააჩნია. ნაბეჭდი ვინილი შესაძლებელია დავიტანოთ ბამბის, როგორც ღია, ისე მუქ მაისურებზე. ამ ტექნოლოგიის მინუსია ის, რომ იგი გაცილებით ნაკლებად უძლებს მექანიკურ და მზის სხივების ზემოქმედებას და შესაბამისად შედარებით მალე ფუჭდება.

გჭირდებათ რაც შეიძლება მკვეთრი გამოსახულება ან სპეცეფექტი?
მაშინ, ჩვენ შემოგთავაზებთ ამერიკული ვინილის ამოსერვას და გადატანას ბამბის ნებისმიერი ფერის მაისურზე. წარწერა, ლოგო, გრაფიკა განუმეორებელი და ორიგინალური. სპეციალური ვინილი: ხავერდი, არეკვლა, ბზინვარება, ფოსფორი, ოქროს ან ვერცხლის ეფექტი.
რაც მეტია ბამბის შემცველობა ნაწარმში, მით გამძლე იქნება ანაბეჭდი.

ანაბეჭდის გამძლეობის შესახებ
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერც ერთი ზემოხსენებული ტექნოლოგია ვერ დააკმაყოფილებს, პრეტენზიულ მომხმარებელს, რომელიც წლობით აპირებს ნაწარმის გამოყენებას, რადგან ეს ტექნოლოგიები შორს დგანან საფეიქრო მრეწველობაში დანერგილი ტექნოლოგიებისაგან, სადაც ქსოვილი ბეჭდვამდე და ბეჭდვის შემდგომ მრავალგვარ დამუშავებას ექვემდებარება, რათა ნაბეჭდი მაქსიმალურად მდგრადი გამოვიდეს. ზემოთ მოყვანილი ბეჭდვის მეთოდებით ანაბეჭდი, მწარმოებელი კომპანიების მტკიცებით, 30-დან 50 რეცხვას უძლებს. თუმცა ეს იმ შემთხვევაში, როდესაც იცავთ წესებს:
- ნაწარმი სარეცხი მანქანით რეცხვის წინ უნდა ამოვაბრუნოთ.
- რეცხვის რეჟიმი: ფრთხილი რეცხვა. არაუმეტეს 50 გრადუს C.
- საკმარისია მანქანით წურვის რეჟიმი, დამატებით ხელით გრეხვა რეკომენდირებული არ არის.